სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home საზოგადოება 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

by admin

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოს ეზოში მინდაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები არიან შეკრებილები.

ისინი სკანდირებენ – “მონებო”, “ივანიშვილის მონებო”, “გალუსტაშვილი მონა”.

ასევე აქციის მონაწილეებმა შავი ფერის კვამლიც გაუშვეს, რომლებიც მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს.

მანდატურის სამსახური და პოლიცია ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს ტერიტორიას ძალისმიერი მეთოდებით ატოვებინებს.

ცნობისთვის, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay