სომხეთმა და ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციები დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას “არმენპრესი” ავრცელებს.
“თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონსულტაიცების დაწყება მნიშვნელოვნი ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩოს თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და ამ გამოწვევების გადასალახად დამატებითი ძალისხმევის გასაწევად. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვმა თანამშორმლობას, რომელიც მიმართულია სომხეთის წინა ხაზის გაძლიერებისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, რაც ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბრძოლა ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან. კაია კალასთან შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ევროკავშირის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევა” – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა