ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home პოლიტიკა არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით – ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც აუცილებლად მიმაჩნია – ელენე ხოშტარია

არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით – ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც აუცილებლად მიმაჩნია – ელენე ხოშტარია

by admin

მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ ართანამშრომლობის საკითხში – პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე – ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მითუმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა.

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო – იყო ბევრი ადამიანი, იყო კიდევ ერთი განაცხადი, რომ ხალხი აგრძელებს ბრძოლას, იყო პოლიტიკური სპექტრის განაცხადი, რომ ვართ ერთად და მივდივართ იმ მთავარი მიზნისკენ, რომ ერთობას ჰქონდეს კონკრეტული მოქმედების სახე და დარწმუნებული ვარ, მალე ასეც იქნება” – – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay