106
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიურ პასპორტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდველი უკვე ამოქმედებულია და ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება მოუწია.
“ეს შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.