ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო

კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო

by admin

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. 4 პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, „დიფ სთეითი“ ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიცია…

გუშინ 2 000 ქართველი ადამიანი გამოვიდა, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო. მეტი არ იყო, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ პიკზე, 2 000 ქართველი იყო გამოსული.

რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები. არის შიდა დაპირისპირება. ეს ძალიან კარგია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი, რომელსაც არ სურს მონაწილეობა. ეს გახლეჩა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. საბოლოოდ, ყველა ერთია, მაგრამ არის იქ პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay