აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს შეწყვეტენ.
“ახლახანს შეგვატყობინეს, რომ კანადამ – ქვეყანა, რომელთან ვაჭრობაც ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტზე 400%-იან ტარიფს წლების განმავლობაში უწესებდნენ – ახლახანს გამოაცხადა, რომ აწესებენ ციფრული მომსახურების გადასახადს ჩვენს, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე რაც არის პირდაპირი და უხეში თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ისინი, ცხადია, ბაძავენ ევროკავშირს, რომელმაც იგივე გააკეთა და ახლა ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ შოკისმომგვრელი გადასახადის საფუძველზე, ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ საუბარს კანადასთან ვაჭრობაზე, რაც ძალაში ამავე წამიდან შევა. ჩვენ შემდეგ შვიდ დღეში კანადას შევატყობინებთ ტარიფს, რომელსაც გადაიხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესსაქმიანობისთვის.” – დაწერა ტრამპმა