ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home მსოფლიო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი – პოლონეთში, ჟეშუვის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს. მისი თქმით, აეროპორტში მკვლელობას სამხედრო ვეტერანი ამზადებდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი – პოლონეთში, ჟეშუვის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს. მისი თქმით, აეროპორტში მკვლელობას სამხედრო ვეტერანი ამზადებდა

by admin

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის თქმით, პოლონეთში, ჟეშუვის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს. მისი თქმით, აეროპორტში მკვლელობას სამხედრო ვეტერანი ამზადებდა.

“დავალება ასეთი იყო: პრეზიდენტი ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია ჟეშუვის აეროპორტში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის, ერთ-ერთი FPV ტიპის დრონი, მეორე კი სნაიპერული კომპლექსი”. – თქვა მალიუკმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, СБУ-ს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად აღკვეთეს.

გარდა ამისა, მალიუკმა ზელენსკის მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა გაიხსენა – გასულ წელს СБУ-მ დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკები, რომლებიც პრეზიდენტის მკვლელობას ФСБ-ს დავალებით ამზადებდნენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay