ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების “პალესტინური დივიზიის” მეთაური, საიდ იზადი, მოკლა.
კაცის თქმით, იზადი “7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტამდე ჰამასს აფინანსებდა და იარაღს აწვდიდა”.
“დიდი მიღწევა ისრაელის დაზვერვისთვის და ისრაელის საჰაერო ძალებისთვის. სამართალი მოკლულებისთვის და მძევლებისთვის. ისრაელის გრძელი ხელი მის ყველა მტერს მისწვდება,” დაამატა მან.
ცნობისთვის, აპრილში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაასაჯაროვა დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელშიც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაშინდელი ლიდერები, იაჰია სინვარი და მოჰამედ დეიფი, ირანის IRGC-ის ყუდსის ძალების სარდალს, ისმაილ ყაანს, 2021 წლის ივნისში დახმარებას სთხოვდნენ ისრაელზე თავდასხმაში