კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home პოლიტიკა ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები – ნიკოლ ფაშინიანი

ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები – ნიკოლ ფაშინიანი

by admin

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და რეგიონული მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

“პრეზიდენტ ერდოღანთან სტამბოლში მქონდა სიღრმისეული მოლაპარაკებები. განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay