კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home პოლიტიკა უკრაინამ უნდა აღიაროს ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები – პუტინი

უკრაინამ უნდა აღიაროს ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები – პუტინი

by admin
“ უკრაინამ უნდა აღიაროს 4 რეგიონში( დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი) ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები” — განაცხადა პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.

პუტინმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგების უგულებელჰყოფამ შესაძლოა შემდგომში კონფლიქტის განახლება და კიდევ უფრო გაძლიერება გამოიწვიოს. მან ასევე აღნიშნა , რომ უკრაინამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი — არ შეუერთდეს არც ერთ უცხოურ სამხედრო ალიანსს და არ სცადოს ბირთვული იარაღის მიღება.

პუტინი ასევე ითხოვს უკრაინის რუსულენოვანი და პრორუსული მოსახლეობის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა:

“არავითარ შემთხვევაში უკრაინას არ უნდა ხელმძღვანელობდნენ ნეონაციონალისტური, ნაცისტური ელემენტები. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინაში ნეონაციზმის ყველა კვალი აღმოიფხვრება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს, ეს ეხება რუსულ ენას, ეს ეხება იმ ადამიანების ლეგიტიმურ მოთხოვნებს, რომლებსაც სურთ და მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დასამყარებლად”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay