106
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ომბუდსმენების საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 18 ივნისს აზერბაიჯანის ომბუდსმენის, საბინა ალიევას ორგანიზებით ბაქოში გაიმართა.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“მაღალი დონის შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) წევრი აზია-აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ომბუდსმენებმა კონსტიტუციური უფლებების აღსრულებისა და ყველასთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს; საერთაშორისო თანამშრომლობისა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში