კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home საზოგადოება ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა

by admin

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოს მოხვდა.

საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონშიც ჩამოვარდა, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაშავდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay