პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

by admin

რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today წერს, რომ რუსეთში ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საქმე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა. პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა. აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა.

შეგახსენებთ, 25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay