პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი – ისრაელის თავდაცვის ძალები

მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი – ისრაელის თავდაცვის ძალები

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 17 ივნისს განაცხადეს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი, მოკლეს.

“ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის დირექტორატის მიერ მიღებული ზუსტი ინფორმაციის შედეგად, ისრაელის საჰაერო ძალებმა სამშაბათს ღამით თეირანის ცენტრში მდებარე სამეთაურო ცენტრს დაარტყა და ალი შადმანი მოკლა“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შადმანი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შადმანი ირანის შეიარაღებული ძალების საგანგებო სიტუაციების სარდლობას ხელმძღვანელობდა. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC), ასევე ქვეყნის რეგულარული არმია. შადმანის ხელმძღვანელობით „ხათამ ალ-ანბიას“ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი პასუხისმგებელი იყო საბრძოლო ოპერაციების წარმართვასა და ირანის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გეგმების დამტკიცებაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე ალი შადმანი პირდაპირ გავლენას ახდენდა თეირანის ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ გეგმებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ შადმანის მკვლელობა ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურების ოპერაციების სერიის გაგრძელებაა და ირანის შეიარაღებული ძალების სამეთაურო სტრუქტურას ასუსტებს.

ცნობისთვის, ისლამური რესპუბლიკის გენშტაბის წინა უფროსი, მოჰამედ ბაგერი, 13 ივნისს ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა სულ მცირე 20 მაღალი რანგის მეთაური

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay