პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა კანადა უკრაინას 2 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

კანადა უკრაინას 2 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

by admin

კანადა უკრაინას 2 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

“ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადავცემთ: დრონებს, ვერტმფრენებს და საბრძოლო მასალას. საუბარია კიევისთვის ორ მილიარდ დოლარზე მეტ პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კარნიმ ასევე განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ.

მისი თქმით, შეზღუდვები დაწესებულია არაერთი ფიზიკური პირისა და 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ რუსეთის ფედერაციასა და მის ფარგლებს გარეთ.

სანქციებს დაექვემდებარება ის საწარმოები, რომლებიც მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

გარდა ამისა, კანადამ სანქციები დააწესა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-ზე მეტი გემის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, კარნიმ განაცხადა, რომ უკრაინა კანადისგან 2 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხს მიიღებს. სესხი დაფარული იქნება გაყინული რუსული აქტივების პროცენტით

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay