86
ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ქარხანაში ურანის გამდიდრების ქარხნის ცენტრიფუგები, ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, ძლიერ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
“ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვის შედეგად, დიდი ალბათობით, ცენტრიფუგები მძიმედ დაზიანდა, თუ სრულიად არ განადგურდა, საუბარია ნათანზში, ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგაზე. ამასთან, ისპაჰანის ბირთვული გამდიდრების ობიექტზე ასევე დაზიანდა ოთხი შენობა” – განაცხადა გროსიმ