90
“ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მოვუწოდებთ, რომ ირანის კრიზისის მოგვარებამ გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა.
ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ამ შედეგების მიმართ და მზად ვართ კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია განცხადებაში