76
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას, სადაც “დიდი შვიდეულის“” სამიტი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დაგეგმილზე ადრე ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება, ტრამპთან ერთად ვაშინგტონში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
“უნდა დავბრუნდე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. მნიშვნელოვანი საკითხია”, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა