“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოების უმეტესობა მზადაა, დამოუკიდებლად შეამცირონ რუსულ ნავთობზე “დიდი შვიდეულის” მიერვე დაწესებული ზღვარი იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს.
დიდი შვიდეულის ქვეყნები 15-17 ივნისს კანადაში შეხვდებიან და 2022 წელს რუსული ნავთობის ფასზე ზღვრის დაწევას განიხილავენ. აღნიშნული ზღვრის მიზანი რუსეთისთვის ნავთობიდან შემოსული თანხის მეშვეობით უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსების შეზღუდვაა. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზღვრის დაწევას მას შემდეგ ემხრობიან, რაც ნავთობზე გლობალური ფასების ვარდნამ 60-დოლარიანი ზღვარი უმნიშვნელო გახადა.
ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მზად არიან ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა ევროპელი დიდი შვიდეული სახელმწიფოებისა და კანადის მხარდაჭერით.
გაურკვეველია თუ რას გადაწყვეტს აშშ მიუხედავად , ასევე გაურკვეველია, თუ რა იქნება იაპონიის პოზიცია