104
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული წესით 5000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა.
“აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.