ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home საზოგადოება ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

by admin

ნდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ავიაკომპანია Air India-ს ცნობით, თვითმფრინავის Boeing 787-8-ის ბორტზე, რომელიც ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.

თვითმფრინავი ავიაკომპანია Air India-ს ეკუთვნოდა და ლონდონის გეტვიკის აეროპორტისკენ მიემართებოდა. რეისს Boeing 787 Dreamliner ასრულებდა. თვითმფრინავი აჰმედაბადის (გუჯარათი) აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 13:39 საათზე აფრინდა. პილოტებმა მალევე გააგზავნეს განგაშის სიგნალი, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხელისუფლებას კატასტროფის მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay