ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, არაერთხელ აღგვინიშნავს. ხმამაღლა, ღია წერილებშიც, დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს ჩვენი ბრალი არ არის და ეს ამ მდგომარეობაში ჩვენი გამოისობით არ არის, ასე ვთქვათ.
ჩვენ ბოლო წლებში ზუსტად ამ ურთიერთობების დრამატულ გაუარესებას ვაკვირდებოდით და მოვედით იმ დონემდე და იმ ეტაპამდე, რა ეტაპზეც უკვე მტრულ აქტებს “მეგობარ აქტებს” არქმევენ და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რა მდგომარეობაშია, ძალიან რთული სათქმელია ვიზუალურად, როგორც ჩანს გარედან გარედან ასეთი სურათ მივიღეთ. რა თქმა უნდა ამ პროცესში ყველას თავისი როლი აქვს და ამ როლის შესრულება სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტორებმა შეასრულეს ეს როლი, იყო USAID, იყო მათი დაფინანსებული ორგანიზაციები, საელჩომაც თავისი როლი [შეასრულა]. მე არ მინდა ახლა აშშ-ს საელჩოს კრიტიკით დავკავდე, თუმცა თავისი როლი… ჩვენ ვნახეთ ეს და ჩვენ ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართულები, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში.
საელჩოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში. არ ვიცი ეს, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში საელჩოს ასეთ შემადგენლობას თუ ასეთ საელჩოს, მოდით ასე ვიტყვი, შეეტანა გარკვეული წვლილი.
მე არ ვიცი რა არის მიზეზები, ჩვენ ვიცით მიზეზი ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ, რომ ის ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს. ფაქტი არის ასეთი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები, ყოველგვარი წარსული, ასე ვთქვათ, რაღაც მოყოლილი ამბების გარეშე.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, თუ კი სურვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის, პოზიტიურ კონტექსტში, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის, რაზედაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისაუბრა ღია წერილშიც, რა თქმა უნდა, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ში