ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home პოლიტიკა დიდი ბრიტანეთი საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს – რუსეთის საგარეო დაზვერვა

დიდი ბრიტანეთი საქართველოში “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს – რუსეთის საგარეო დაზვერვა

by admin

დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. ბრიტანელები აპირებენ, რომ “დივერსიულად დამუხტულ” ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის “რეორგანიზაცია” უნდა გამოიწვიოს, მას “მეორე სუნთქვა” უნდა გაუხსნას და მმართველი “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “აქტივისტების” დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების “ციფრულ” კონტროლს და დივერსია მოამზადონ. დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში “დემოკრატიზაციის ლოკომოტივი” იყო, ‘ავტორიტარული გზისკენ” სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ლონდონს ქართველი ხალხი არ აინტერესებს, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay