ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება უკრაინამ ისკანდერის განლაგებებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ ისკანდერის განლაგებებზე იერიში მიიტანა

by admin

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 5 ივნისს რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსულ სარაკეტო სისტემებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმამ გაანადგურა ერთი ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა და სერიოზულად დააზიანა ორი. სამიზნე იყო რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე გასროლა სცადა – სავარაუდოდ კიევის მიმართულებით – რის შემდეგაც საპასუხო დარტყმა მიიღო.

“ზუსტი დაზვერვისა და შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სამიზნეები წარმატებით განადგურდა” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო რუსული დანაკარგების შეფასება ამ ეტაპზე გრძელდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay