93
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს:
“მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას.
მდივანი რუბიო თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის მზადყოფნას მიესალმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო სტრატეგიული ჩართულობის მნიშვნელობას”