შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება ილონ მასკი სახელმწიფო სამსახურს ტოვებს

ილონ მასკი სახელმწიფო სამსახურს ტოვებს

by admin

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი სახელმწიფო სამსახურს ტოვებს.

29 მაისს ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი, როგორც სპეციალური სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილების ვადა იწურება. მასკმა პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ზედმეტი ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მისცა.

ილონ მასკი აცხადებს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა.

28 მაისს ტელეკომპანია CBS-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტი ილონ მასკის ინტერვიუდან, რომელშიც ეთერში სრულად 1 ივნისს გავა. მასკი იმედგაცრუებას გამოთქვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი “დიდი და ლამაზი” საბიუჯეტო კანოპროექტის გამო. მასკი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay