ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home საზოგადოება ბუნდესტაგმა მეორე კენჭისყრით გერმანიის კანცლერად მერცი აირჩია

ბუნდესტაგმა მეორე კენჭისყრით გერმანიის კანცლერად მერცი აირჩია

by admin

გერმანიის ბუნდესტაგმა ახალ კანცლერად კონსერვატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩია. მას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 289 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

ეს სამშაბათს ჩატარებული მეორე კენჭისყრა იყო კანცლერის ასარჩევად. მანამდე მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

პირველ კენჭისყრაზე მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay