რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია , – ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას.
“სანქციებთან მიმართებაში მივიღე ინფორმაცია, რომ განხილვა იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოოდ აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება კანონის სახე, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მხოლოდ და მხოლოდ, აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ასეთი ტიპის ურთიერთობების დაზიანება ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში და არ უნდა იყოს წესით არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ბუნებრივია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება არ არის კარგი, ეს ნამდვილად არ არის „მეგობრული“ ნაბიჯი. რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია”
წყარო: ინტერპრესნიუსი