76
პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრის, კრიშტოფ გავკოვსკის მიხედვით, რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის მცდელობა აქვს, ჩაერიოს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 18 მაისს გაიმართება.
გავკოვსკი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ ჰიბრიდული თავდასხმები გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია და მისი მიზანი ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელება და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმება, რათა მოხდეს სახელმწიფოს პარალიზება.
პოლონეთში რუსეთის საელჩოს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე გავკოვსკი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობს