სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home პოლიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და ირანს პასუხს გასცემს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და ირანს პასუხს გასცემს

by admin

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და  ირანს პასუხს გასცემს, მას შემდეგ რაც ჰუსიტებმა ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

“ჩვენ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჰუსიტების მუქარის ქვეშ ვართ. ამას არ მოვითმენთ და მათ ძალიან ძლიერი საპასუხო ქმედება ელოდებათ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ირანს სათანადო გაფრთხილება მივცეთ, ასეთი ქმედებები მიუღებელია”. – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჰუსიტების ყველა გასროლა ირანის მხრიდან გასროლად ჩაითვლებოდა.

“ჰუსიტების მხრიდან ყველა გასროლა, ამ დროიდან მოყოლებული, ჩაითვლება როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და მათი ლიდერების მიერ. ირანი იქნება პასუხისმგებელი და მიიღებს შედეგებს, რომლებიც მძიმე იქნება”. – დაწერა ტრამპმა.

ნეთანიაჰუმ პლატფორმა X-ზე ტრამპს გამოეხმაურა და დაწერა, რომ “პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია”.

4 მაისს ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ, განაცხადა, რომ თუკი აშშ ან ისრაელი  ომს დაიწყებენ, თეირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay