სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home საზოგადოება გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

by admin

კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც იქ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან.

გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.

“მიზეზი ისაა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან უმძიმესი ნაცემი გადაიყვანეს იანვარში. ექიმები მკურნალობდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ და გარდაიცვალა. ადამიანს ჰქონდა 30-ზე მეტი მოტეხილობა. ნაცემი იყო, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია – თვითონ ავითარებენ ვერსიას, რომ წაიქცა”, – ამბობს მუხრან ღურწკაია.

“ეს იყო მძიმე ტრავმული დაზიანებებით შემოსული. მკურნალობდა ჩვენთან 23 იანვრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადგა ლეტალური გამოსავალი… იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატურულ მხარდაჭერაზე”, – ამბობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay