ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home პოლიტიკა დაუყოვნებლივ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული – ტრამპი

დაუყოვნებლივ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდა.

“ეს სხვა ერების შეთანხმებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, ეს არის მესიჯი და პროპაგანდა! ამიტომ, უფლებამოსილებას ვანიჭებ ვაჭრობის დეპარტამენტს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული. ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!” – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay