ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა – ზელენსკი

უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა – ზელენსკი

by admin

უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა – იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა. უბრალოდ საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა. ის [ორბანი] აკეთებს ამას. იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. როგორც არ უნდა ამუშავებდეს ის [ორბანი]. რაღაც პროცენტს დაამუშავებს, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ სიძულვილით მუდამ გამარჯვება. ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს – ის, რასაც ის აკეთებს, სახიფათოა ევროკავშირისთვის” – განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay