ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინისგან არა ბუნდოვანი, არამედ მკაფიო პასუხი გვსურს – პესკოვი

სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინისგან არა ბუნდოვანი, არამედ მკაფიო პასუხი გვსურს – პესკოვი

by admin

კრემლის განცხადებით, რუსეთს უკრაინის მხრიდან ზუსტი პასუხი სჭირდება ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისთან დაკავშირებით გამოცხადებულ სამდღიან “ცეცხლის შეწყვეტაზე”.რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლის თავთან დაკავშირებით 8-დან 11 მაისის ჩათვლით “ცეცხლის შეწყვეტა” 28 აპრილს გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მედიასთან მიცემული კომენტარის საპასუხოდ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 3 მაისს სპეციალური პრესკონფერენცია ჩანიშნა. ზელენსკიმ პუტინის “ინიციატივას” “თეატრალური დადგმა” უწოდა.

“უკრაინის ხელისუფლების რეაქცია რუსეთის ინიციატივაზე, შეწყვიტოს ცეცხლი, მშვიდობისთვის უკრაინის მზაობის ტესტია. და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მოველით არა ბუნდოვან, არამედ მკაფიო განცხადებას და, რაც ყველაზე მთავარია, მოქმედებებს, რომლებიც საჯარო დღესასწაულებზე კონფლიქტის დეესკალაციისკენ იქნება მიმართული”. – თქვა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა.

კრემლი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინელი სამხედროების მიერ, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ბრიტანეთში დაგეგმილ ღონისძიებებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. პესკოვმა ამას “მკრეხელობა” უწოდა.

ცნობისთვის, 3 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება  9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას “თეატრალური დადგმა” უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay