პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
Home პოლიტიკა ტრამპი მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ს ელჩად ნიშნავს

ტრამპი მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ს ელჩად ნიშნავს

by admin

მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს და გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იქნება ნომინირებული. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე ავრცელებს.

“მიხარია დავაანონსო, რომ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად მაიკ უოლცს წარვადგენ…დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს, პარალელურად კი თავის ძლიერ ლიდერობას გააგრძელებს სახელმწიფო დეპარტამენტში”, – წერს ტრამპი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay