124
ღაზას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბეით-ლაჰიეს ასობით მაცხოვრებელმა ჰამასის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ტრანსფარანტები წარწერებით: “შეწყვიტეთ აგრესია”, “ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ცხოვრება”, “არა ტერორს, კი მშვიდობას” სკანდირებენ.
გამოცემა Times of Israel წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე ღაზას გავლენიანი ოჯახების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. გასულ თვეში ზოგიერთი მათგანი მიმდინარე პროტესტს უჭერდა მხარს.
მანამდე, 26 მარტს ჰამას-ისრაელის 2023 წელს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორი ჰამასის წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჰამასის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.