კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home პოლიტიკა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე, ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე, ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

by admin

უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინულ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე. უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას,” – წერს მარკ რუტე.

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.

“მარკ რუტესთან ერთად ვეწვიეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენი მებრძოლი უკრაინელი გმირები გამოჯანმრთელდებიან მიღებული ჭრილობების შემდეგ.

ვესაუბრეთ ჩვენს მებრძოლებს. სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი ჩვენს დამცველებს. მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების გამძლეობისთვის, სიძლიერისთვის და ჩვენი ხალხის დაცვისთვის.

ასევე დავაჯილდოვე საბრძოლო მედიკოსები, ისინი ყოველდღე ეხმარებიან ჩვენს ჯარისკაცებს საავადმყოფოებში, მაგრამ ამასთან ერთად მათ სიცოცხლეები გადაარჩინეს ცეცხლის ხაზშიც, ხერსონის, ხარკივისა და მიკოლაივის რეგიონებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს, მკურნალობს, ითმენს და მხარს უჭერს უკრაინას. თქვენ ჩვენი ძალა ხართ,” – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay