ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
Home მსოფლიო ჩინეთის და ვიეტნამის ლიდერების შეხვედრაზე, სცადეს გაერკვიათ: როგორ გავაცუროთ აშშ? – ტრამპი

ჩინეთის და ვიეტნამის ლიდერების შეხვედრაზე, სცადეს გაერკვიათ: როგორ გავაცუროთ აშშ? – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეერთებული შტატების გაცურებას ისახავს მიზნად.

“არ ვადანაშაულებ ჩინეთს, არ ვადანაშაულებ ვიეტნამს. შესანიშნავი შეხვედრა იყო. თითქოს იმისთვის, რომ ეცადათ გაერკვიათ: „როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები?”- აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმ ქვეყნებში ვიზიტი დაიწყო, რომელიც აშშ-ის ტარიფებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სი ძინპინი ორშაბათს ჰანოიში ჩავიდა, სადაც ვიეტნამის ლიდერს, ტო ლამს შეხვდა. მხარეები ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ათობით შეთანხმებას, მათ შორის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაზე. ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ქვეყანას 46%-იანი სატარიფო განაკვეთი დაუწესდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay