რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია – პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს:
“რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა. ბევრი გზა არსებობდა ამის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ახლა ეს უნდა შევაჩეროთ და თან სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!”