ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით. ერთადერთი გზა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩაერთოს, მასზე დამატებითი ზეწოლაა. ყველას ინტერესშია, რუსეთი მიხვდეს, რომ უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა და ვერ გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, ყველასთვის ნათელია, რომ თუ მკვლელობების შეჩერება გსურთ, მაშინ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდოთ, რადგან მკვლელობებს ის სჩადის. ევროპის მხრიდან უმნიშვნელოდ არ იქნება მიჩნეული, რადგან რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს”