ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი რომში გაიმართება

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი რომში გაიმართება

by admin

გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, 19 აპრილს გაიმართება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა. შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიწყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ “ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს”. ირანულმა მხარემაც დისკუსიები “კონსტრუქციულად” მოიხსენია.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა “კონსტრუქციულად” არის მოხსენიებული. 

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მიმდინარე კვირაში რუსეთს ეწვევა და მოსკოვში აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay