ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს რუსეთთან ურთიერთობაში – დაახლოებით 20% არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიისა რუსეთის მიერ და ამ პირობებშიც კი მშვიდობიან და პრაგმატიულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ, სავაჭრო ურთიერთობა გვაკავშირებს. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ – თქვა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას