59
ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან “მოლაპარაკებისთვის მზადაა” და სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას სთავაზობს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის. მართლაც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის… ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, დიდ ხარჯებს იწვევს აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ დიდი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.