კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო რუსებმა კიევზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

რუსებმა კიევზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

by admin

რუსულმა ძალებმა დღეს კიევს შავი ზღვიდან ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით შეუტიეს. უკრაინის დედაქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა, ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე რაიონში. დაშავებულია, სულ მცირე 3 ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით,  ობოლონსკის რაიონში, სადაც მტრის თავდასხმის შედეგად საოფისე ცენტრში ხანძარი გაჩნდა, შენობა ნაწილობრივ განადგურდა.

კიევზე შეტევის პარალელურად, რუსული დარტყმის ფონზე,  პოლონეთმა მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა – ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay