აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესნეტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი იშვიათი მინერალების შეთანხმება გააფუჭა.
“ის მივიდა ოვალურ ოფისში და მსოფლიოში ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე ჩაშალა, ჩვენ უნდა გვქონოდა კერძო ლანჩი, თუ მას რაიმე წინააღმდეგობა ჰქონდა, იქ იქნებოდა ცხრა ჩვენი წარმომადგენელი და ცხრა მათგანი”. – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.
ბესენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს “შეცდომა” გამოსწორდება. “ჩვენ ველოდებით უკრაინის ტექნიკურ ჯგუფს მომავალ კვირაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის ხელმოწერას და ორივე მხარე გამარჯვებულ სიტუაციაში აღმოჩნდება”. – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, 31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს