მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს.
რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში.
ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის – მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვი – თქვა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა