ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“აშშ ნატო-შია და აქტიურია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, ეს მან ნათლად განაცხადა, ნატო უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
ტრამპ ისეთი ნატო-ს წინააღმდეგია, რომელსაც არ გააჩნია ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც წევრ სახელმწიფოებს ხელშეკრულება აკისრებს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამის გაკეთებას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზა რეალური უნდა იყოს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ხვალ, 4 აპრილს დასრულდება