ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, ისრაელი არ გამორიცხავს ირანთან ბირთვული იარაღის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას. საარმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ თეირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი საუბარი შედგეს.
“ჩვენ არ გვაქვს საუბარი ირანთან, როგორც იცით, მაგრამ მათ ცხადად თქვეს, რომ მზად არიან აშშ-სთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე. არ გამიკვირდება, თუ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება” – ამბობს საარი.
ამ საკითხზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, სამხედრო კონფრონტაცია პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება.
ბარრომ დაამატა, რომ “მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება გადამოწმებადი და გრძელვადიანად შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას.” მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი”.