ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home ეკონომიკა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო – ჩინეთი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო – ჩინეთი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად

by admin

ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებს და საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, – The Economic Times-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ტარიფები „არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს და სერიოზულად აზიანებს შესაბამისი მხარეების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს”.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს – 10%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay