შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი, მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება – ბადრი ჯაფარიძე

პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი, მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება – ბადრი ჯაფარიძე

by admin

თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.

პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.

რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.

შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან – წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay